პროექტის სახელწოდება- კახეთი.
პროექტის მთავარი იდეა( თემა)- მოსწავლეები ღრმად სწავლობენ კახეთის ისტორიას და კულტურას, აწყობენ ექსკურსიებს ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის აქტუალობა - მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის - კახეთის ისტორიას, მოიპოვებენ ამ მხარის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს,იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა კუთხეებს, დაწვრილებით გაეცნობიან ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებს. მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან,მოაწყობენ ექსკურსიას,გადაიღებენ ფოტო სურათებს, ვიდეო მასალას,შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს
პროექტის მიზნები - პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. ითანამშრომლებენ უფროს კლასელებთან, სხვა სკოლის მოსწავლეებთან. ეს აქტივობა ხელს შეუწყოფს მათ ნათლად ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, შეიძინონ საპრეზენტაციო უნარები, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ინტერვიუ აიღონ კახეთის სხვადასხვა სოფლის ხანდაზმული ადამიანებისგან წყაროს შევსების მიზნით..
მონაწილეთა ასაკი - 11 წ.
ვადები/ ხანგრძლივობა - 2016 წ.ნოემბერი - დეკემბერი
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას - მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას კახეთში , გადაიღებენ ფოტო - სურათებს, მოიძიებენ მასალებს,გააკეთებენ ჩანაწერებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს თვალსაჩინოებისათვის,შექმნიანსაკუთარ ნახატებს ბლოგს ამ პროექტის შესახებ ვებ გალერეას, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები. ამ საიტის მნახველი გაიღრმავებს ცოდნას კახეთის შესახებ.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ინტერნეტი,დიქტოფონი,ციფრული კამერა,საჭირო ლიტერატურა, ფორმატის და თაბახის ფურცლები, ფანქრები და კალმები.
პროექტის მსვლელობა - (ძირითადი აქტივობები)
აქტ. 1. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს თემასთან დაკავშირებულ იდეას
აქტ. 2. მოსწავლეები თემასთან დაკავშირებით მოამზადებენ აქტუალურ კითხვებს და ჩამოაყალიბებენ პრობლემას.
აქტ 3. მასწავლებელი შექმნის ჯგუფებს და გადაანაწილებს ფუნქციებს.
აქტ. 4 ერთი ჯგუფი მოიძიებს მასალებს, მეორე გამოიკვლევს კახეთის შესახებ ინფორმაციას, მესამე შეაგროვებს მონაცემებს არსებულ თემასთან დაკავშირებით.
აქტ. 5.მოსწავლეები შეაჯამებენ შეაჯამებენ შესრულებულ სამუშაოს და გააცნობენ აუდიტორიას. მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
აქტ. 6. მასწავლებელი აკეთებს შეფასებას.პრეზენტაციის უნარი, მცჯელობა, წერითი სამუშაო.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში; ისტორია,გეოგრაფია, ხელოვნება,ლიტერატურა, ხატვა . გამოუმუშავდებათუნარ - ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
პროექტის ხელმძღვანელი - მანანა ნადირაშვილი.
ხელმძღვანელის ელ- ფოსტა.-manananadirashvili@gmail.com
პროექტის ვებ - გვერდი./ ბლოგი. manananadirashvili.blogspot.com.





Комментариев нет:
Отправить комментарий